logo_geo
eng_logo
ცესკო: ამომრჩევლებმა თავისუფლად შეძლეს საკუთარი ნების გამოხატვა
- +

19 მაისი. 2019. 22:07

 

ყველა საარჩევნო უბანი ზუსტად 20:00 საათზე დაიხურა და ბიულეტენების დათვლის პროცესი დაიწყო”, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

 

ამ წუთებში საუბნო საარჩევნო კომისიებში მიმდინარეობს ბიულეტენების დათვლის პროცესი. საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს მოუწოდებს, ხელი შეუწყონ საარჩევნო ადმინისტრაციას, რათა კომისიების მიერ მშვიდ ვითარებაში ზუსტად აისახოს თითოეული ამომრჩევლის ნება და არ შეფერხდეს ხმის დათვლის პროცესი.

 

არჩევნების დღემ საარჩევნო უბნებში ძირითადად მშვიდ გარემოში ჩაიარა. მიუხედავად კენჭისყრის შენობის გარეთ ცალკეულ შემთხვევებში განვითარებული მოვლენებისა, ამომრჩევლებმა თავისუფლად შეძლეს საკუთარი ნების გამოხატვა,”– განაცხადა ანა მიქელაძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×