logo_geo
eng_logo
პირველადი მონაცემებით პანკისის ხეობაში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს
- +

19 მაისი. 2019. 23:03

 

პანკისის ხეობაში ორი საარჩევნო უბნის პირველადი მონაცემებით, ხალაწანის თემის შუალედურ არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა როსტომ ალხანაშვილმა გაიმარჯვა.

 

სოფელ ომალოსა და ზემო ხალაწანის საარჩევნო უბნებზე რეგისტრირებული 1 220 ამომრჩევლიდან არჩევანი 617-მა ამომრჩეველმა გააკეთა, აქედან 577-მა ამომრჩეველმა „ქართული ოცნების“ კანდიდატს დაუჭირა მხარი.

 

საოლქო საარჩევნო კომისიაში არცერთი საჩივარი არ დაფიქსირებულა.

 

პირველადი მონაცემებით, სახელისუფლებო კანდიდატი ლიდერობს საგარეჯოს სოფელ უჯარმის საარჩევნო უბანზეც. 340 ამომრჩევლიდან 244-მა ხმა „ქართული ოცნების“ კანდიდატ ზურაბ შინდელაშვილს მისცა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×