logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე: ყველამ პატივი უნდა სცეს ქართველი ერის არჩევანს
- +

19 მაისი. 2019. 23:36

 

საქართველოს პრემიერ მინისტრმა საქართველოში ჩატარებული შუალედურ არჩევნები არჩევნები შეაფასა და პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ არჩევნები თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდა.

 

„სამწუხაროდ ვიხილეთ დესტრუქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან. ახლა მიმდინარეობს ხმების დათვლა და მინდა ყველას მოვუწოდო, მივცეთ კომისიას შესაძლებლობა, მშვიდ გარემოში დაასრულოს თავის საქმიანობა. იმ ინფორმაციით, რომელიც შემოსულია ჩვენთან ყველგან იგებენ ჩვენი კანდიდატები. რაც შეეხება თბილისს, აქ სავარაუდოდ, მეორე ტური იქნება“, - თქვა ბახტაძემ

 

რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებებს სახალხო პროტესტთან დაკავშირებით, შესაბამის შეკითხვაზე საპასუხოდ მამუკა ბახტაძემ თქვა, რომ ყველამ პატივი უნდა სცეს ქართველი ერის არჩევანს.

 

„ჩვენ არ ვსაუბრობთ მოლოდინზე, ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი ამომრჩევლის არჩევანზე, დაფიქსირებულზე თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში. აქედან გამომდინარე, ყველამ პატივი უნდა სცეს ქართველი ერის არჩევანს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, კომისიას მივცეთ საშუალება, ნორმალურ, ცივილიზებულ გარემოში დაასრულოს თავისი სამუშაო, რომ ყველა ჩვენგანს საბოლოო ციფრები ჰქონდეს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×