logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: პირველივე ტურში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა ბატონმა გეგა შენგელიამ
- +

20 მაისი. 2019. 00:11

 

კიდევ ერთხელ თამამად ითქვას, რომ პირველ ტურში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა ბატონმა გეგა შენგელიამ” - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივნმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.


ზუგდიდს ოლქით დავიწყებ, სადაც დათვლილია  107-დან 88 ოლქის შედეგები, ოქმების მონაცემებია ანუ ოფიციალური მონაცემები. 

 

ამ ოქმების მონაცემებით 54.08 % ეკუთვნის გეგა შენგელიას.

 

შესაბამისად, შეიძლება კიდევ ერთხელ თამამად ითქვას, რომ პირველ ტურში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა ბატონმა გეგა შენგელიამ.

 

მეორე, მარნეული,  სადაც დათვლილია 86 უბანი 90-დან, 78.75 % ზაურ დარგალის მაჩვენებელი. ზესტაფონი 52 უბანია  დათვლილი 53-დან. ერთი უბანია დარჩენილი. ამ შემთხვევაში გიორგი გოგლიჩიძის ქართული ოცნების კანდიდატი მაჩვენებელი არის 50.53.

 

ერთი უბანია დარჩენილი, თუმცა ჩვენი მონაცემებით ამ შემთხვევაში პირიქით ანუ  არა თუ შემცირება,   ზრდა არის მოსალოდნელი გამომდინარე იმ წინასწარი მონაცემებიდან, რაც ჩვენ გვაქვს მიღებული ზესტაფონის ოლქიდან.

 

იმ წინასწარი მონაცემებიდან,  რომელიც ჩვენ გვაქვს მიღებული ზესტაფონის ოლქიდან, ჭიათურა ბატონი გივი მოდებაძის მონაცემი არის 65, 39%, დათვლილია 58 -დან 49 უბნის მონაცემი.

 

ხულოს რაც შეეხება, აქ არის ყველა უბანი დათვლილი 54-ვე, 67,1 % არის ჩვენი კანდიდატის ბატონი ვახტანგ ბერიძის მაჩვენებელი, მთაწმინდას რაც შეეხება, აქაც  არის დათვლილი ყველა უბნის მონაცემი ,ამ შემთხვევაშიც გაიმარჯვა ჩვენმა კანდიდატმა , ბატონმა ლადო კახაძემ მაჩვენებელი არის 40,92 %.

 

ამ შემთხვევაში შედგება მეორე ტური მთაწმინდის ოლქში, კონკურენტი იქნება შალვა შავგულიძე, რომელიც წარმოადგენს ნაციონალურ მოძრაობას - განცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner