logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: ბევრი დაკარგა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, როცა...
- +

20 მაისი. 2019. 01:02

 

„ძალიან ბევრი დაკარგა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, როცა ზუგდიდში მერობის კანდიდატად სანდრა რულოვსი აირჩია“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

 

როგორც გიორგი ვოლსკიმ აღნიშნა, მისი პროგნოზით ზუგდიდში მეორე ტურის საჭიროება არ იქნება.

 

„ძალიან ბევრი დაკარგა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, როცა ეს კადრი აირჩია. ისტერიკა, სკანდალები, ეს ხომ მხოლოდ დღეს არ ხდებოდა. ეს ხმამაღალი განცხადებები, რევოლუციურ სცენარზე საუბარი, მოიგებს თუ წააგებს მთავარი ეგ არ არის. გარდა ამისა, ხალხმა იცის, რომ ეს არ არის სამეურნეო ხელმძღვანელობისთვის, ამისთვის არ იღვწოდა სანდრა. ქართველ ხალხს ეს არ სჭირდება“, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×