logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: მინდა, ერთი რჩევა მივცე ქალბატონ სანდრა რულოვსს...
- +

20 მაისი. 2019. 01:06

 

„მინდა, ერთი რჩევა მივცე ქალბატონ სანდრა რულოვსს, რომელიც ჩვენი კანდიდატის ოპონენტი იყო: დაისვენოს, მიხედოს თავის მეუღლეს და ჩვენ მივხედავთ ჩვენს ქვეყანას“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების” პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

 

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ოპონენტების სურვილი იყო, რომ საარჩევნო პროცესში გარკვეული დესტრუქცია და დაძაბულობა შეეტანათ.

 

„მე დღეს მოვისმინე შენიშვნები იმასთან დაკავშირებით, რომ სხვა რამდენიმე რეგიონის პოლიციის უფროსები იყვნენ ჩასული ზუგდიდში და ამაზე გამოთქვამდნენ პრეტენზიას. მე მინდა მათ შევახსენო, ამ ადამიანებს, რომ ხუთი ათასი მათი აქტივისტი ჩაყვანილი იყო ზუგდიდში, ანუ ადგილობრივი არ იყო. ამ შემთხვევაში მათ არავითარი მორალური უფლება არ აქვთ სახელმწიფოს წაუყენონ პრეტენზია, თუ რატომ იყო მობილიზებული პოლიცია, დამატებითი ძალებით ზუგდიდში ვინაიდან სახელმწიფო ხედავდა გარკვეულ თეორიულ რისკებს, რომ ჩვენს ოპონენტებს მათი ხასიათიდან გამომდინარე გარკვეული დესტრუქცია და დაძაბულობა შეეტანათ. მე მინდა, ერთი რჩევა მივცე ქალბატონ სანდრას, რომელიც ჩვენი კანდიდატის ოპონენტი იყო: დაისვენეთ. მიხედოს თავის მეუღლეს და ჩვენ მივხედავთ ჩვენს ქვეყანას,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner