logo_geo
eng_logo
სოსო რობაქიძე: კრიმინალები მოდიან პოლიტიკაში, ოქრუაშვილი ციხეში უნდა იყოს
- +

11 ივნისი. 2019. 15:32

 

 

„კრიმინალები მოდიან პოლიტიკაში, ოქრუაშვილი ციხეში უნდა იყოს“, - ამის შესახებ ბუტა რობაქიძის მამამ სოსო რობაქიძემ „შერატონ მეტეხი პალასში“ განაცხადა, სადაც ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკური მოძრაობის პრესკონფერენცია უნდა დაიწყოს. რობაქიძე პრესკონფერენციის დაწყებამდე მივიდა დარბაზში, სადაც იმ დროს თავად ირაკლი ოქრუაშვილი არ იმყოფებოდა.

 

„კრიმინალები მოდიან პოლიტიკაში საქართველოში. კაცი არის მატყუარა. ეგ კაცი პოლიტიკაში როგორ უნდა მოვიდეს? ეგ წავა ციხეში! სამოქმედო გეგმაზე გავაკეთებ განცხადებას მომავალ კვირაში“, - აღნიშნა სოსო რობაქიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner