logo_geo
eng_logo
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და „Si-Ser სმენის ცენტრს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
- +

12 ივნისი. 2019. 11:19

 

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და „Si-Ser სმენის ცენტრს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

 

მემორანდუმის მიხედვით, „Si-Ser სმენის ცენტრი“ მზადაა, საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში, ხელმისაწვდომი გახადოს და უზრუნველყოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ელექტრონულ ბაზაში რეგისტრირებული ყველა ვეტერანისა და მათი ოჯახის წევრებისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევების ჩატარება (აუდიომეტრია), სმენის აპარატის მორგება (Earnet-ის ციფრული აპარატები) და შემდგომი კონსულტაციები. აღნიშნული მსოფლიო მარკა მსოფლიოს 7 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, წარმატებით ოპერირებს. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა სმენის ცენტრს შორის, ძალაში მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან შედის და მოქმედებს უვადოდ. მემორანდუმს ხელი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ და „Si-Ser სმენის ცენტრის“ დირექტორმა ფარუქ ჰამზა ქურთმა მოაწერეს.

 

„Si-Ser სმენის ცენტრის“ მისამართები და საკონტაქტო ტელეფონის ნომრებია:

ქ. თბილისი; დ. აღმაშენებლის გამზირი N 171 (თამარ მეფისა და დავით აღმაშენებლის გამზირების კვეთა); ტელ: 032 215 79 79; 596 15 79 79;

ქ. ბათუმი. მელიქიშვილის ქ. N 62; ტელ: 574 94 80 80;

ქ. ახალქალაქი, ნალბანდიანის ქ. N 42; ტელ: 599 00 03 56.

„Si-Ser სმენის ცენტრში“ მისულმა ბენეფიციარებმა უნდა წარადგინონ ვეტერანის დამადასტურებელი მოწმობა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner