logo_geo
eng_logo
მეხანძრე-მაშველებმა გადამზადება გაიარეს
- +

12 ივნისი. 2019. 11:34

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სწრაფი რეაგირების ბაზაზე სპეციალური სწავლება მიმდინარეობს. ავსტრიული კომპანია „როზენბაუერის“ ინსტრუქტორი ქართველ მეხანძრე-მაშველებს ახალი სახანძრო-სამაშველო ავტომანქანის მართვა-გამოყენებას და მასთან მუშაობის სპეციფიკას აცნობს.

 

სწავლებაში მონაწილეობას მეხანძრე-მაშველები მთელი საქართველოდან იღებენ, სწორად მათ მოუწევთ სამომავლოდ ახალ სახანძრო-სამაშველო მანქანასთან მუშაობა.

 

28 მეხანძრე-მაშველი, 4-დღიანი წვრთნის ფარგლებში, ყველა იმ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას შეიძენენ რაც აუცილებელია ახალი ავტომანქანის მართვა-გამოყენებისთვის. 

 

მაღალი გამავლობის მულტიფუნქციური სახანძრო-სამაშველო მანქანა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ და ავსტრიულ კომპანია „როზენბაუერის“ ერთობლივი პროექტია.

 

მანქანამ ტესტირება ავსტრიაში, „როზენბაუერის“ ბაზაზე გაიარა. ის მორგებულია საქართველოს გარემო-პირობებზე და სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner