logo_geo
eng_logo
მდინარე ალგეთი საქართველოს წითელი ნუსხის სახეობის, ნაკადულის კალმახის ლიფსიტით გათევზიანდა
- +

12 ივნისი. 2019. 12:41

 

 

გარემოს დაცვისა  და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, ალგეთის ეროვნული პარკის მდინარეში იშვიათი პოპულაციების ზრდის მიზნით, ველური ბუნების სააგენტოს მიერ გამოყვანილი ნაკადულის კალმახის 350 ცალი ლიფსიტა  გაუშვა.

 

2016 წლის სექტემბრიდან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ველური ბუნების სააგენტო ახალ პროექტს ახორციელებს, რომელიც საქართველოს „წითელი ნუსხის“ სახეობის, ნაკადულის კალმახის გამრავლებას ითვალისწინებს. ტერიტორიაზე განხორციელდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, აშენდა ორი ტბორი და 8 რკინა-ბეტონის სპეციალური აუზი. ამ დროისთვის ხელოვნურად გამოჩეკილია 25 000 ცალი ნაკადულის კალმახის ლიფსიტა. სააგენტოს გეგმაა წელიწადში ნახევარი მილიონი ლიფსიტის წარმოება და მდინარეების გათევზიანება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×