logo_geo
eng_logo
ჭიათურელი მაღაროელებისთვის სამუშაო ადგილზე მედპუნქტი იფუნქციონირებს
- +

12 ივნისი. 2019. 17:14

 

„ჭიათურელი მაღაროელებისთვის სამუშაო ადგილზე მედპუნქტები იფუნქციონირებს“, - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსმა სოზარ სუბარმა მაღაროელების საკითხზე გამართული შეხვედრის შემდეგ.

 

„ორი კვირის წინ მოხდა ჭიათურაში საბოლოო შეთანხმება. დღეს არის პირველი შეხვედრა, როცა ყველა უწყების წარმომადგენელი ერთად შევიკრიბეთ, რომ განგვეხილა, რა ეტაპზე ვართ. ამ ხნის განმავლობაში მოეწყო ტენდერი კვებასთან დაკავშირებით, ხელფასებზე შეთანხმება, უკვე იცით, რომ მიღწეულია, დარჩა ყველაზე სერიოზული პრობლემა, რომ მუშები იყვნენ უზრუნველყოფილი სათანადო ჯანდაცვით. მიღწეულია შეთანხმება. ადგილზე იქნება პირველადი ჯანდაცვის პუნქტი, სადაც მიიღებენ ყველა იმ აუცილებელ დახმარებას, რაც საჭირო იქნება, შემდეგ საჩხერის საავადმყოფო მოემსახურება მათ სრულად. ეს კლინიკა უმაღლეს დონეზეა აღჭურვილი. შევთანხმდით, რომ მომსახურება იყოს მაქსიმალურად გაადვილებული და სწრაფი. რაც შეეხება ხელფასებს, მოლაპარაკება, რომელიც ხელფასზეა მიღწეული, შესრულდება ზუსტად და შეიძლება გარკვეული წინსწრებითაც“, - განაცხადა სუბარმა.

 

შეხვედრას საკონსულტაციო საბჭოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ იმ შეთანხმების დეტალები განიხილეს, რომელიც მაღაროელების 10-დღიანი გაფიცვის შემდეგ იქნა მიღწეული.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×