logo_geo
eng_logo
კონფერენცია „ევროპულ-ქართული სამხედრო, პოლიტიკური და სამოქალაქო ურთიერთობების ასპექტები“ გაიმართა
- +

12 ივნისი. 2019. 17:16

 

მიმდინარე წლის 12 ივნისს, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში  სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „ევროპულ-ქართული სამხედრო, პოლიტიკური და სამოქალაქო ურთიერთობების ასპექტები“ გაიმართა.

 

აღნიშნულ კონფერენციას ეროვნული თავდაცვის აკადემიის აკადემიურ პერსონალთან ერთად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს , შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის,  განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და  საქართველოს სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

კონფერენციაზე დამსწრე საზოგადოებას  მიესალმა  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული  სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილე ჯაბა  სამუშია, რომელმაც ყურადღება გაამახვილა ქართულ-ევროპული ურთიერთობების მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე, იმ კავშირებზე რომელიც სათავეს იღებს ახალი წელთაღრიცხვის გარიჟრაჟზე.  გამომსვლელებმა ასევე აღნიშნეს, რომ მსგავსი სახის კონფერენციები საშუალებას აძლევს სპეციალისტებს ერთმანეთს გაუზიარონ ინფორმაცია, იმსჯელონ ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე აქტუალურ პროცესებთან დაკავშირებით. 

 

კონფერენციის დასრულების შემდეგ მონაწილეებს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, პოლკოვნიკმა მამია ბალახაძემ  სერტიფიკატები გადასცა. 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×