logo_geo
eng_logo
მიხეილ ქამუშაძე: საჩხერის სამედიცინო ცენტრი მაღაროელთათვის მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას უზრუნველყოფს
- +

12 ივნისი. 2019. 17:17

 

„საჩხერის სამედიცინო ცენტრი თანამედროვე სამედიცინო აღჭურვილობით მაღაროელთათვის მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას უზრუნველყოფს“, - ამის შესახებ საჩხერის სამედიცინო ცენტრის ფინანსურმა დირექტორმა მიხეილ ქამუშაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, ჭიათურის მაღაროს მუშებთან დაკავშირებულ საკითხზე გამართული მორიგი საკოორდინაციო შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

„საჩხერის სამედიცინო ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს „ჯორჯიან მანგანეზთან“ და სადაზღვევო კომპანია „უნისონთან“. შეისწავლის მათი ბენეფიციარების საჭიროებებს, არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად. ცენტრი მაღალკვალიფიციური პერსონალით, გამართული ინფრასტრუქტურით, თანამედროვე სამედიცინო აღჭურვილობით უზრუნველყოფს მათთვის მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისის მიწოდებას და ხანგრძლივი თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს“, - განაცხადა მიხეილ ქამუშაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×