logo_geo
eng_logo
ნიკა ჩიქოვანი: ვითვალისწინებთ მაღაროელთა მოთხოვნებს და კომპანიის მხრიდან ყველაფერი სრულდება
- +

12 ივნისი. 2019. 17:49

 

„კომპანიას აქვს სადაზღვევო პაკეტი. დაზღვეულია 14 000 თანამშრომელი, თანამშრომლებს აქვთ ძირითადად 100%-იანი დაზღვევა და ახლაც მიმდინარეობს მუშაობა სადაზღვევოსთან, რაშიც მაღაროელები თავადვე არიან ჩართულნი“, - ეს განცხადება „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა ნიკა ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში, ჭიათურის მაღაროს მუშებთან დაკავშირებულ საკითხზე გამართული მორიგი საკოორდინაციო შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

„კომპანიას აქვს სადაზღვევო პაკეტი. დაზღვეულია 14 000 თანამშრომელი, ბავშვების ჩათვლით, და არა მხოლოდ არასრულწლოვნები, არამედ 25 წლამდე, - პაკეტი საკმაოდ დიდია. ახლა ვმუშაობთ სადაზღვევოსთანაც. თანამშრომლებს აქვთ ძირითადად 100%-იანი დაზღვევა, ოჯახის წევრებს - 70 ან 50 %-იანი. მაღაროელები თვითონ არიან ახლა პროცესში ჩართული და თვითონ იღებენ გადაწყვეტილებებს. კვებასთან დაკავშირებითაც, ტენდერში 9 კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, 3 კომპანია შეირჩა თავად დასაქმებულთა მიერ, თავად მიიღეს მათ დეგუსტაციის პროცესში მონაწილეობა. ვითვალისწინებთ მოთხოვნებს და იმ შეთანხმების შესაბამისად, რაც იყო მთავრობასთან ერთად, კომპანიის მხრიდან ყველაფერი სრულდება“, - განაცხადა ნიკა ჩიქოვანმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner