logo_geo
eng_logo
შემოსავლების სამსახურის უფროსი ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა
- +

13 ივნისი. 2019. 12:23

 

 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი ვახტანგ ლაშქარაძე ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა და ასოციაციის წევრებს საგადასახადო სისტემაში მიმდინარე რეფორმები გააცნო. შეხვედრას, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა, ასევე ესწრებოდნენ შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ზურაბ ძნელაშვილი, საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მერაბ არახამია და უწყების სხვა წარმომადგენლები.

 

თურქ ბიზნესმენებთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოს, მიმდინარე რეფორმებსა და იმ საკითხებს, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყოს საქართველოსა და თურქეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას.

 

ამასთან, შეხვედრაზე შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ მერაბ არახამიამ საბაჟო კოდექსის პროექტის პრეზენტაცია გამართა.

 

შეხვედრის დასასრულს, შემოსავლების სამსახურის უფროსმა ვახტანგ ლაშქარაძემ აღნიშნა, რომ ბიზნეს სექტორთან შეხვედრები რეგულარული ხასიათის იქნება და კომუნიკაცია მომავალშიც გაგრძელდება.

 

ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია 1999 წელს შეიქმნა და დღეისათვის ოთხმოცდათხუთმეტამდე წარმომადგენელს აერთიანებს. ასოციაცია აქტიურად არის ჩართული საქართველოსა და თურქეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების სხვადასხვა მიმართულებების განვითარების პროცესებში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner