logo_geo
eng_logo
VI მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით უჯმაჯურიძე გარდაიცვალა
- +

13 ივნისი. 2019. 13:26

 

 

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის დავით უჯმაჯურიძის მოულოდნელი გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს და კოლეგებს“, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

 

„დავით უჯმაჯურიძე თბილისის მუნიციპალიტეტის VI მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის  მოადგილე გახლდათ. 2004/2008 წლებში ის  საქართველოს VI მოწვევის პარლამენტის წევრი იყო.

 

დავით უჯმაჯურიძე აქტიურად მონაწილეობდა მუნიციპალიტეტის მუშაობაში. ის გახლდათ საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის და სატრანსპორტო საკითხთა კომისიის წევრი“, - ნათქვამია საკრებულოს განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner