logo_geo
eng_logo
„საინფორმაციო ფორმატები და მარკეტინგი რადიოში“ - მედიააკადემიამ რადიოჟურნალისტებისთვის ვორკშოპი ჩაატარა
- +

14 ივნისი. 2019. 12:49

 

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მედიააკადემიამ რადიოში მომუშავე ჟურნალისტებისთვის ორდღიანი ვორკშოპი - „საინფორმაციო ფორმატები და მარკეტინგი რადიოში“ ჩაატარა. ტრენინგში მონაწილეობა რადიო მაუწყებლების 11 ჟურნალისტმა მიიღო.

 

ვორკშოპის პირველი ნაწილი რადიორეპორტინგს, ახალ ამბებსა და რადიო გადაცემების მომზადებას დაეთმო, მეორე ნაწილი კი, რადიოს კონცეფციას, სტრატეგიასა და მარკეტინგს მიეძღვნა. როგორია თანამედროვე რადიო, შეიცვალა თუ არა ამბის თხრობის ტექნიკა, როგორ კეთდება გადაცემები და რა როლი აქვს მარკეტინგს - აღნიშნული თემებით მედიააკადემიამ ჟურნალისტებს საშუალება მისცა, გაეღრმავებინათ მათი საქმიანობისთვის აუცილებელი ცოდნა. მონაწილეებს ვორკშოპი გამოცდილმა ტრენერებმა ლელა კუნჭულიამ, ირინა თევდორაშვილმა და ნიკო ნერგაძემ ჩაუტარა.

 

ვორკშოპის გავლის შემდეგ მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.

 

მედიააკადემია მედიის წარმომადგენლების, ჟურნალისტების, მედიამენეჯერებისა და პროდიუსერების კვალიფიკაციის ამაღლებაზე BLM-ის წარმატებული მოდელით მუშაობს, რომელიც პრაქტიკულ სწავლებაზეა დაფუძნებული.

 

მედიაკადემია აქტიურად მუშაობს ტელე და რადიო სტუდიების ტექნიკურ აღჭურვაზე. ტექნიკური სამუშაოები შემოდგომაზე დასრულდება, რის შემდეგაც, მოკლევადიანი სემინარების პარალელურად დაიწყება 3-6 თვიანი პრაქტიკული სასწავლო კურსები მედიის წარმომადგენლებისთვის.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner