logo_geo
eng_logo
ზაფხულში, კუს ტბის მიმართულებით, საბაგირომ, შესაძლოა, ღამითაც იმუშაოს
- +

19 ივნისი. 2019. 11:58

 

 

კუს ტბის მიმართულებით, ზაფხულის პერიოდში შესაძლოა, საბაგირომ ღამითაც იმუშაოს. ამის შესახებ თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელმა სერგი გვარჯალაძემ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

როგორც გვარჯალაძემ აღნიშნა, ასევე შესაძლებელია, ამ მიმართულებით ღამით ელექტროტრანსპორტმა იმოძრაოს.

 

„კუს ტბაზე დაწესებულებები იხსნება და ეს მიმართულებაც საინტერესოა, მაგრამ სირთულე ისაა, რომ იქ დამატებითი ტრანსპორტის ასვლა პრობლემებს შექმნის. ამიტომ ვფიქრობთ, გამოვიყენოთ საბაგირო. თუ ღონისძიებები იქნება და ხალხის რაოდენობაც, ვფიქრობ, ამაზე ფიქრი შეიძლება. ამასთან, ავტობუსს სჯობს, იქ შედარებით ეკოლოგიური ტრანსპორტი, ველოსიპედი ან ელექტროტრანსპორტი გამოვიყენოთ. საბაგირო ახლა 22:00 საათამდე მუშაობს, მაგრამ დროის გახანგრძლივებაზე ფიქრი შესაძლებელია“, - განაცხადა გვარჯალაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner