logo_geo
eng_logo
აბიტურიენტები საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას 20 ივნისიდან შეძლებენ
- +

19 ივნისი. 2019. 18:07

 

გამოცდების ჩაბარების მსურველები ბარათების ამობეჭდვას 20 ივნისიდან შეძლებენ. ამისათვის საჭიროა, აპლიკანტი  რეგისტრაციის დროს გამოყენებული ელექტრონული ფოსტის მისამართითა და ცენტრის მიერ გაგზავნილი ხუთნიშნა კოდით ვებგვერდზე online.naec.ge შევიდეს.

 

პირად გვერდზე (რომელზეც გაიარა რეგისტრაცია, აირჩია ჩასაბარებელი საგნები და ა.შ.) აპლიკანტმა უნდა გამოიყენოს ღილაკი - „დაბეჭდეთ ბარათი“.

 

როგორც გამოცდების ეროვნული ცენტრი აცხადებს, ბარათზე მითითებული ყველა ინფორმაცია დაიბეჭდოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტის, ლაქებისა და ა.შ.) გარეშე. შესაძლებელია ბარათის ამობეჭდვა შავ-თეთრად სტანდარტულ თაბახის ფურცელზე (A4).

 

ბარათზე მითითებულია მონაწილის პირადი ინფორმაცია, საგამოცდო ცენტრის მისამართი, გამოცდის დღე და საგამოცდო ცენტრში გამოცხადების დრო.

 

საგამოცდო ბარათი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად იქნება ყველა აპლიკანტის საშვი მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში.

 

2019 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩატარების განრიგი ცნობილია. გამოცდები 1 ივლისს დაიწყება და 23 ივლისს დასრულდება.

right_banner right_banner
არქივი
right_banner