logo_geo
eng_logo
გურჯაანელი ვეტერანებისთვის საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩატარდება
- +

19 ივნისი. 2019. 18:13

 

მიმდინარე წლის 22 ივნისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიისა და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის ხელშეწყობით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმები, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს (ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული გამოკვლევები ) ჩაატარებენ.

 

ბენეფიციარების მიღება იწარმოებს 10:00 საათიდან.

მისამართი: ქ. გურჯაანი, გურამიშვილის ქ. N1;  მე-2 საჯარო სკოლა

 

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის, 2017 წლის აპრილში გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, პერმანენტულად ტარდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner