logo_geo
eng_logo
„GTV ჩვენი არხი“ საინფორმაციო მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტს
- +

24 ივნისი. 2019. 18:07

 

„GTV ჩვენი არხი“ საინფორმაციო მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტს. ამის შესახებ ტელევიზიის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი მორის ჯანაშვილი აცხადებს.

 

„ისრაელის ქართულენოვანი ტელევიზია „GTV ჩვენი არხი“ საინფორმაციო მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტს,  მასში შემავალ ყველა სტრუქტურას და მზადაა, თავის ეთერში უსასყიდლოდ განათავსოს ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის სარეკლამოც“, -  აცხადებს ტელევიზიის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ცნობილი მომღერალი და საზოგადო მოღვაწე მორის ჯანაშვილი.

 

ტელეფონი: +972 35 623 535

ელ. ფოსტა: gtv@gtv-ch.co.il

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner