20 ივნისს რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის დაშლისას დაშავებული პაციენტებიდან 13 ამ დრომდე კლინიკაში რჩება, მათ შორის 2 რეანიმაციაში იმყოფება. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა ავთანდილ თალაკვაძემ განაცხადა.
„კლინიკაში რჩება 13 პაციენტი, მათ შორის 5 პაციენტი დღის განმავლობაში გაიწერება, აპარატზე რჩება 2 პაციენტი, რომლის მდგომარეობა სტაბილურია, აქვთ დადებითი დინამიკა, მათ შორის ერთი პაციენტი შესაძლებელია აპარატიდან მოხსნან, მეორე პაციენტის მდგომარეობაც სტაბილურია, გვაქვს მცირედით გაუმჯობესება. კლინიკაში რჩება ერთი პოლიციელი. ჯანდაცვის სამინისტრო პაციენტებს მონიტორინგს მუდმივად უწევს“, - განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.
20 ივნისს პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა აქციის დასაშლელად რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი. ჯამში, სამედიცინო დაწესებულებებში 240 პაციენტი გადაიყვანეს.