logo_geo
eng_logo
რეჟისორი სანდრო მრევლიშვილი და მისი მეუღლე, მანანა ჭელიძე, რამდენიმე წუთის ინტერვალით გარდაიცვალნენ
- +

25 ივნისი. 2019. 22:34

 

 

78 წლის ასაკში ქართველი რეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი სანდრო მრევლიშვილი გარდაიცვალა.

ამ ტრაგიკულ ამბავს რეჟისორის გარდაცვალებიდან რამდენიმე წუთში მეორე უბედურება მოჰყვა – გულის შეტევით სანდრო მრევლიშვილის მეუღლე, მანანა ჭელიძე გარდაიცვალა.

 

სანდრო მრევლიშვილის მიერ დაარსებული თეატრის “რუსთაველის 19”-ის მსახიობი სოფო მეძმარიაშვილი ემოციური პოსტით ემშვიდობება მასწავლებელსა და მის მეუღლეს:

 

მინდა სევდიანი მაგრამ საოცარი ისტორია მოგიყვეთ სიყვარულზე… ალბათ წიგნში თუ წაგიკითხავთ ან ფილმში გინახავთ მსგავსი სიყვარული, სიყვარული, რომელიც გაცოცხლებს და გკლავს, გრძნობა, რომელიც ძალიან მდიდარია ემოციებით და გრძნობა, რომელიც ყველას არ შეუძლია, მითუმეტეს ისე, როგორც ეს ქალბატონმა მანანამ შეძლო! სულ ამბობდა სანდროს გარეშე ვერ ვიცოცხლებო, ხოდა ვერ იცოცხლა!!! 10 წუთიც ვერ გაძლო… დარწმუნებული ვარ ეხლა ისევ ერთად ხართ, ისევ ისე გიყვართ ერთმანეთი! მიყვარხართ მე თქვენ!” -  წერს მეძმარიაშვილი.

 

რეჟისორის სახელს უკავშირდება ახალგაზრდული თეატრ-სტუდიის „მეტეხის თეატრი“ დაფუძნება, რომელსაც 2007 წლამდე ხელმძღვანელობდა. 1995 წელს დააარსა თეატრი „ძველი სახლი“ – პირველი დამოუკიდებელი თეატრი ქართული თეატრის ისტორიაში.

 

2004 წელს სანდრო მრევლიშვილის ინიციატივით და მისი პროექტის მიხედვით აშენდა თეატრი „გლობუსი“, 2014 წელს კი, დააარსა თეატრი „რუსთაველის 19“, რომლის ხელმძღვანელი იყო გარდაცვალებამდე.

 

სანდრო მრევლიშვილი თეატრალური უნივერსიტეტის პროფესორი და არაერთი წიგნის ავტორი იყო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner