logo_geo
eng_logo
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: ეს „რუსთავი 2“-ის დასასრულის დასასრულია, დასასრულის დასაწყისი კი, ეკლესიის ღია დისკრედიტაციით დაიწყო
- +

10 ივლისი. 2019. 11:39

 

„უკანასკნელ დღეებში ცხადი ხდება, რომ საკუთარი თავის გადასარჩენად „რუსთავი 2“ მზად არის, მრავალ ადამიანს, მთლიანად საქართველოს შეუქმნას პრობლემები“, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე საკუთარ FASEBOOK-გვერდზე წერს.

 

მისივე თქმით, დაახლოებით ერთი წლის წინ „რუსთავი 2“ -ს საპატრიარქომ ბოიკოტი გამოუცხადა.

 

„დაუსრულებელ პროვოკაციულ, მტრულ და ცილისმწამებლურ კამპანიას საპატრიარქო მოთმინებით იტანდა წლების განმავლობაში, ხოლო როდესაც ღვთისმშობლისადმი შეურაცხმყოფელ და მაცხოვარის მკრეხელურ მოხსენიებამდე მივიდა საქმე, მათთან თანამშრომლობა შეუძლებელი გახდა.

 

უკანასკნელ დღეებში ცხადი ხდება, რომ საკუთარი თავის გადასარჩენად ეს ტელევიზია მზად არის, მრავალ ადამიანს, მთლიანად საქართველოს შეუქმნას პრობლემები.

 

საკუთარ თავზე აგრესიის გამოწვევის ტაქტიკა და საკუთარი თავის მსხვერპლად წარმოჩენის მცდელობა პირველად არ ხორციელდება მათი მხრიდან.

 

შესაძლოა, აქამდე ვინმეს მიაჩნდა, რომ „რუსთავი 2“-ისადმი ბოიკოტი მხოლოდ მათი საპატრიარქოსადმი დამოკიდებულებით იყო განპირობებული, თუმცა, უკვე ნათელია, რომ ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა, მხოლოდ ერთი შემადგენელი ნაწილი და ერთგვარი ფორმაა მთელი საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ წარმოებული კამპანიისა.

 

საზოგადოებაში ამ გადაცემის გამო გამოწვეული ნეგატიური დამოკიდებულება, შეუძლებელია რაიმე რუსულ ნარატივს მიაწეროს ვინმემ. ამ მცირე სიუჟეტში „რუსთავი 2“-მა ქართული კულტურისა და ეთიკისათვის სრულიად მიუღებელი სულმდაბლობის გამოვლინება მოახერხა, მკრეხელობაზე მეტი რომ აღარაფერი ვთქვათ.

 

ეს „რუსთავი 2“-ის დასასრულის დასასრულია, დასასრულის დასაწყისი კი, ეკლესიის ღია დისკრედიტაციით დაიწყო“, - წერს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner