logo_geo
eng_logo
ბაჩო ოდიშარია: „რუსთავი 2“-მა, ანუ ნაცებმა, მოახდინეს იდეალური ლუსტრაცია იმისა, რომ სურთ ოკუპაცია, არ სურთ რუსი ტურისტი, მაგრამ სურთ რუსი ჯარისკაცი
- +

10 ივლისი. 2019. 17:32

 

ინტერნეტ ტელევიზია POSTV-ს ავტორი ბაჩო ოდიშარია საავტორო ვიდეობლოგში ნეოლიბერალურ დიქტატურასა და მის სამამულო გამოვლინებებზე საუბრობს.

 

„თანამედროვე ნეოლიბერალურ დღის წესრიგში იქმნება რეალობის ერთი ნაწილი, რომელშიც ცხოვრობენ და რომელსაც აღიარებენ ლიბერალები და ყველა გარეთ მყოფი, მათივე ტერმინოლოგიით, არის ორკი და ბნელი. მოკლედ, მისტიფიცირებული დასავლური ღირებულებების მტერი. ნეოლიბერალური ჯგუფები ისაკუთრებენ კონკრეტულ ისტორიულ ფაქტებს, მნიშვნელოვან მოვლენებს და უცვლიან შინაარსს, საპირისპირო აზრი კი ასეთ დროს განდევნის საგანი ხდება.

 

როდესაც „რუსთავი 2“-ის ეთერში აგინებენ რუსეთის პრეზიდენტს, რის შემდგომაც ოკუპანტი ქვეყნის მთავრობისგან ჩვენთვის სავალალო სანქციები წესდება, ამაზე აღშფოთებულ ხალხს, რომელიც „რუსთავი 2“-ს ლანძღავს, პუტინის დამცველებად მოიხსენიებენ. „რუსთავი 2“-მა, ანუ ნაცებმა, რომლებიც გამუდმებით იმეორებენ, რომ ებრძვიან ოკუპაციას, მოახდინეს იდეალური ლუსტრაცია იმისა, რომ სინამდვილეში, სურთ ოკუპაცია, არ სურთ რუსი ტურისტი, მაგრამ სურთ რუსი ჯარისკაცი.

 

ქვეყნაში დესტაბილიზაციის შემოტანა მუდამ იყო მათი მიზანი, დღეს კი ამისთვის ყველა შესაძლო რესურსს იყენებენ. ამის პარალელურად კი, დღეს ჩვენი ლიბერალების მთავარი საბრძოლველი ტერმინები არის რუსეთუმე, ბოტი, ტროლი, ჰაჰა რეაქცია, მოკლედ, მათთვის არმოსაწონი სუბიექტების დამუნათება და მორალურ პასუხისგებაში მიცემა, საკუთარი ფარული მოტივების სხვისთვის გადაბრალება“, – ამბობს ბაჩო ოდიშარია.

right_banner right_banner
არქივი
right_banner