logo_geo
eng_logo
„თბილისის მინი-ფეხბურთის სასკოლო ლიგა 2019“-ის ფინალი გაიმართა
- +

11 ივლისი. 2019. 11:54

 

თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით, თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით და ა(ა)იპ სპორტის მართვის მეთოდოლოგიისა და ტექნოლოგიების ასოციაციის ორგანიზებით, 150-ე საჯარო სკოლასა და 207-ე საჯარო სკოლას შორის, „თბილისის მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგა 2019“-ს ფინალი გაიმართა.

 

პროექტში, რომლის მიზანი  მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობა და სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა, მონაწილეობა თბილისის 32 საჯარო სკოლის 400-მდე მოსწავლემ მიიღო.

მსგავსი ტიპის ღონისძიება ლიგისა და ფლეიოფის გაერთიანებული სისტემით და ელექტრონული ტექნოლოგიების აქტიური გამოყენებით პირველად ჩატარდა. ტურნირი თბილისის სამ რაიონში, 8 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით მიმდინარეობდა.

 

„თბილისის სასკოლო ლიგა დასრულდა.  ეს ჩემპიონატი დედაქალაქში პირველად გაიმართა და ახალგაზრდებსა და სკოლის მოსწავლეებში  დიდი გამოხმაურება მოჰყვა“,- განაცხადა თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ჩაკვეტაძემ და პროექტში ფეხბურთის ფედერაციის, დედაქალაქის მერიისა და სხვადასხვა ორგანიზაციების ჩართულობის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.

 

მისივე ინფორმაციით,  შექმნილია სპეციალური ვებ-გვერდი- www.sfl.ge . მომავალში კი კომისიის ინიციატივითა და მხარდაჭერით, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი.

 

„ვფიქრობ, რომ  ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია მსგავს აქტივობებში  სკოლის მოსწავლეებისა და ახალგაზრდობის ჩართულობით უნდა დავიწყოთ“, - განაცხადა გიორგი  ჩაკვეტაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner