logo_geo
eng_logo
„საქართველოს რკინიგზა“: მოვუწოდებთ და ვაფრთხილებთ ყველას, თავი შეიკავონ დესტრუქციული ქმედებებისგან
- +

11 ივლისი. 2019. 12:06

 

„საქართველოს რკინიგზა“ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

 

„დღეს დილით, 09:15 საათზე აბაშის რკინიგზის საფეხმავლო ხიდზე, რამდენიმე აქტივისტი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებთან ერთად, ყოველგვარი გაფრთხილებისა და წინასწარი შეთანხმების გარეშე და უსაფრთხოების ნორმების სრული უგულებელყოფით, ითხოვდნენ ხიდიდან დიდი ზომის ბანერის გადაკიდებას. აქტივისტებსა და ჟურნალისტებს განემარტათ და კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ტერიტორიაზე გადის არაერთი მაღალი ძაბვის ხაზი, თუმცა აღნიშნულის მიუხედავად ისინი არ დაემორჩილნენ რკინიგზის პასუხისმგებელი წარმომადგენლების მოთხოვნებს და სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენეს მათ.

 

„საქართველოს რკინიგზა“ მოუწოდებს და აფრთხილებს ყველას, თავი შეიკავონ დესტრუქციული ქმედებებისგან და დაიცვან უსაფრთხოების ზომები. წინააღმდეგ შემთხვევაში მივმართავთ სამართალდამცავ ორგანოებს, რათა საფრთხე არ  დაემუქროს ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner