logo_geo
eng_logo
თბილისის საკრებულოს შუამდგომლობის წერილი მერიას
- +

11 ივლისი. 2019. 16:03

 

 

ბრაზილიიდან რიკარდო ტრადეს, არგენტინიდან ბარბარა ტომპსონ ვიუსა და ლუსიო ბერნასკონის საქართველოში მოწვევის შესახებ, თბილისის საკრებულოდან შუამდგომლობის წერილი გაეგზავნა  მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსს ირაკლი გვილავას, რომლებიც თბილისში ჩამოდიან  ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელების მიხეილ მესხისა და სლავა მეტრეველის ხსოვნისადმი მიძღვნილი, -  „პელეს თასზე“,   საერთაშორისო ტურნირის ფარგლებში პროექტით გათვალისწინებული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის  კულტურული და სავაჭრო-ეკონომიკური  ღონისძიებების  პრეზენტაციაში მონაწილეობისა და  წინასწარი საორგანიზაციო სამუშაოების განსახორციელებლად.

 

პრეზენტაციის დამთავრებისთანავე მოხდება ვეტერანი ქართველი ფეხბურთელების გიორგი სიჭინავასა და ანზორ კავაზაშვილის დაჯილდოება „გაერთიანებული ერების ხელოვნების საერთაშორისო საბჭოს“ საპატიო წევრობის დიპლომებით.  ასევე, მეცნიერებისა და კულტურის სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის „გაერთიანებული ერების ხელოვნების საერთაშორისო საბჭოს“ საპატიო წევრობის დიპლომებით დაჯილდოვდებიან: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია - II, ბიძინა ივანიშვილი, ელგუჯა მეძმარიაშვილი, ელდარ შენგელაია, რობერტ სტურუა, ომარ მხეიძე, ვაჟა აზარაშვილი, თენგიზ მუშკუდიანი, რეზო ჭანიშვილი, ირაკლი ჩხიკვიშვილი, სერგო ედიშერაშვილი, რომან რცხილაძე, ცისფერი ტრიო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთი“ და სხვები.

 

რიკარდო ტრადე: 2014 წლის  მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის, მსოფლიო თასის მე-20 გათამაშების, -   აღმასრულებელი დირექტორი;  2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მრჩეველი; 2019 წლის „კოპა ამერიკის“ აღმასრულებელი დირექტორი.

 

ბარბარა ტომპსონ ვიუ-„ხელოვნების საერთაშორისო საბჭოს“ პრეზიდენტი;

 ლუსიო ბერნასკონი-არგენტინის ფირმა „Bsc“- დირექტორი.  ს.კ.  „ბოკა ხუნიორსის“ (ყოფილი) ხელმძღვანელი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner