logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: მსურს, რამდენიმე სიტყვით შევეხო ბათუმის საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც დღეს გაიხსნა
- +

11 ივლისი. 2019. 17:45

 

 

„მსურს, რამდენიმე სიტყვით შევეხო ბათუმის საერთაშორისო კონფერენციას – „საქართველოს ევროპული გზა“, რომელიც ბათუმში დღეს, 11 ივლისს, გაიხსნა“, - ამის შესახებ „ახალგაზრდული ცენტრის“ ლიდერი დავით ჩიხელიძე განცხადებას ავრცელებს.

 

„აღნიშნული კონფერენცია თავისი მასშტაბურობით და ჩამოსული სტუმრებით უპრეცედენტოა, ღონისძიების პირველივე დღეს, რამდენიმე საინტერესო და ისტორიული მესიჯი გაჟღერდა. შეუძლებელია გვერდი ავუაროთ ბატონი ტუსკის მიერ წარმოთქმულ სიტყვებს, პირველი, რაც მან თქვა, ეს არის ციტატა ვაჟას წერილიდან („კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი“). აღნიშნული სიტყვები ადასტურებს, რომ საქართველო არის განვითარებული მსოფლიოს ნაწილი და ის ფუნდამენტური საკითხები, რაც მრავალ სახელწიფოში ჯერ კიდევ დავის საგანს წარმოადგენს, ჩვენთვის, ქართველებისთვის აბსოლუტური ჭეშმარიტებაა! ჭეშმარიტება, რომელიც ჯერ კიდევ რამდენიმე ათეული წლის წინ გავაანალიზეთ. ბატონი ტუსკის სიტყვებიდან ასევე გამოსარჩევია ფრაზა,  „სოლიდარობა გჭირდებათ თვითონ ქვეყნის შიგნით. დემოკრატია არის განვითარებისათვის“ დიახ, სამწუხაროდ ქვეყნის შიგნით მყოფი ძალები ვერ ვაცნობიერებთ, რომ სოლიდარობა პირველ რიგში, ქვეყნის შიგნით არის საჭირო და ერთიანობის გარეშე წინსვლა შეუძლებელია, სხვათაშორის, ვაჟა-ფშაველა იმავე აზრს ჯერ კიდევ საუკუნის წინ ავრცობდა და ამბობდა „ყოველი მამულიშვილი თავის სამშობლოს უნდა ემსახუროს მთელის თავის ძალ-ღონით, თანამოძმეთა სარგებლობაზე უნდა ფიქრობდეს და, რამდენადაც გონივრული იქმნება მისი შრომა, რამდენადაც სასარგებლო გამოგდება მშობელი ქვეყნისათვის მისი ღვაწლი, იმდენადვე სასარგებლო იქმნება მთელი კაცობრიობისათვის“. ეს არის ჩვენი წარსული, რომელიც მომავლის სახელმძღვანელო უნდა გახდეს!

 

ახლა კვლავ კონფერენციას დავუბრუნდები, კონფერენციის პათოსი და სტუმრების რანგი, ცალსახად ხაზს უსვამს საქართველოს მთავრობის მიერ არჩეული საგარეო კურსის სრულ მხარდაჭერას, დღეს ისე როგორც არასდროს, ახლოს ვართ ევროპასთან და ევროკავშირთან, ამ დროს კი დესტრუქციული ძალის მცდელობა, რომ სიტუაცია არიოს სხვა არაფერია თუ არა საკუთარი თავის ლუსტრაცია, მხოლოდ ქვეყნის მტერს არ უხარია სახელწიფოს წინსვლა და ყოველ ღონეს ხმარობს, რომ კვლავ, უკან წარსულში დაგვაბრუნოს და ქვეყნის განვითარება საფრთხის ქვეშ დააყენონ!

 

P.S. საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმები და არჩეული კურსი მაძლევს მოლოდინს, რომ ევროპა სულხან-საბა ორბელიანის მიერ დაკაკუნებულ კარს, ძალიან მალე, სწორედ ჩვენ გაგვიღებს!“ - აცხადებს დავით ჩიხელიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner