logo_geo
eng_logo
თელავთან დამეგობრებული ქალაქი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია
- +

12 ივლისი. 2019. 12:51

 

ისტორიულ ქალაქ თელავთან დამეგობრებული აზერბაიჯანის ქალაქი შაქი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია.

 

„კვირას“ ინფორმაციით, გადაწყვეტილება იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 43-ე სხდომაზე მიიღეს.

 

აღსანიშნავია, რომ დამეგობრებულ ქალაქებს შორის მუდმივი მეგობრული კავშირია დამყარებული, რათა ორივე ქალაქმა ერთმანეთს საკუთარი ცხოვრების წესი, ისტორია და კულტურა გაუზიაროს.

 

შაქისა და თელავის მუნიციპალიტეტებს შორის ​ორმხრივი თანამშრომლობის პროტოკოლს ხელი 2012 წლის 3 ივლისს მოეწერა. ორ ქალაქს შორის თანამშრომლობა დიპლომატიური დელეგაციების, ხელოვანთა და სპორტსმენთა საზოგადოებების მიღებასა და სხვადასხვა გაცვლით გამოფენებში გამოიხატება.

 

ქალაქი შაქი კავკასიონის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. ქალაქის ისტორიული ცენტრი მე-18 საუკუნეში ღვარცოფების შედეგად დაინგრა, რის შემდეგაც სრულად აღადგინეს. ის ტრადიციული არქიტექტურის მქონე მაღალი გუმბათოვანი სახლებით ხასიათდება.

 

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ შაქის ისტორიული ცენტრის, მისი ხანების სასახლის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შეტანა და ტურისტების შესვლა ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას როგორც აზერბაიჯანის ამ ქალაქში, ასევე თელავში.

  

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner