logo_geo
eng_logo
რეგიონული თეატრების ფოთის საერთაშორისო ფესტივალი იწყება
- +

12 ივლისი. 2019. 14:55

 

12 ივლისს,  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში (მის.: სანაპიროს #4) რეგიონული თეატრების ფოთის საერთაშორისო ფესტივალისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსი ნანა დოლიძე და ფესტივალის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი ნინელი ჭანკვეტაძე უძღვებოდნენ.

 

14-29 ივლისს რეგიონული თეატრების ფოთის საერთაშორისო ფესტივალი მეხუთედ გაიმართება და მასში მონაწილებას მიიღებს 17 რეგიონული პროფესიული სახელმწიფო თეატრი და თეატრალური დასები უკრაინიდან, ლიეტუვიდან, ირანიდან და სერბეთიდან.

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner