logo_geo
eng_logo
საქართველოს საპატრიარქო პუტინის განცხადებაზე სწრაფ რეაგირებას ითხოვს
- +

13 ივლისი. 2019. 01:43

 

საქართველოს საპატრიარქო აფხაზეთთან და ე.წ. „სამხრეთ ოსეთთან“ დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას აფასებს.

 

საპატრიარქო სწრაფ რეაგირებას მოითხოვს იმისთვის, რომ როგორც საქართველოს ზოგადი ისტორიის, ისე მისი ცალკეული ეტაპების შესახებ არსებული სამეცნიერო გამოკვლევები და პოპულარული ენით დაწერილი მასალაც მსოფლიოში გასავრცელებლად კვალიფიციურად შეირჩეს და დროულად ითარგმნოს ინგლისურ, რუსულ და სხვა უცხო ენებზე.

 

„9 ივლისს რუსეთის პრეზიდენტის, ბატონ ვლადიმერ პუტინის მიერ აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით არც თუ ისე შორეული წარსულის არასწორმა ინტერპრეტაციამ ჩვენს ხალხში მკვეთრად უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. ამგვარი დამახინჯება ისტორიული ფაქტებისა, არსებული კონფლიქტების გაღრმავებას უწყობს ხელს“, - წერია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.

 

საპატრიარქოში მიაჩნიათ, რომ პუტინის ეს განცხადება ერთგვარ გამოწვევად უნდა იქცეს საქართველოს სახელმწიფოს, ქართველი მეცნიერებისა და თითოეული მოქალაქისთვის და მოხდეს სწრაფი რეაგირება.

 

ამ პროცესში კი ყველას შეუძლია მონაწილეობის მიღება. ასევე, აუცილებელია დაინტერესებულ მხარეებთან დისკუსიები პრობლემურ საკითხებზე. საქართველოს საპატრიარქო მზად არის, ისტორიულ რეალობებზე მსჯელობისათვის კონფერენციებისა და შეხვედრების მოწყობაში ყველა მხარეს შეუწყოს ხელი“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

9 ივლისს რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 1918 წელს საქართველომ გერმანიის ჯარის დახმარებით მოახდინა აფხაზეთის ოკუპაცია, 1919-1920 წლებში კი ქართული ჯარი უფრო სასტიკად იქცეოდა ოსეთში.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner