logo_geo
eng_logo
„ბებიას უთხრეს, სავარძელს მოგიტანთ და ისე წაგიყვანთო“ - როგორ ცდილობს „რუსთავი 2“ ხალხის მობილიზებას?
- +

17 ივლისი. 2019. 18:34

 

 

ხვალ „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას გამოაცხადებს, ნიკა გვარამიამ კი ტელეკომპანიის ეზოში ხალხის მობილიზაცია გამოაცხადა.

 

ამ მიზნით „რუსთავი 2“-დან უკვე არაერთ ადამიანს დაურეკეს და დაჟინებით მოითხოვდნენ „რუსთავი 2“-ის ეზოში აქციაზე მისვლას. მათ შორის გახლავთ ქალბატონი ნაირა კალანდია, რომელსაც 1992-93 წლებში აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს შვილი თვალწინ მოუკლეს. ნაირა კალანდიამ ტელეკომპანიის თანამშრომლებს ტაქტიანად აუხსნა, რომ ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ვერ მოახერხებდა „რუსთავი 2“-ში გამართულ აქციაზე მისვლას.

 

ქალბატონი ნაირას შვილიშვილის მარიამ გერგედავას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბებიას ამ აქციაზე წასვლის სურვილი არ გააჩნია, ტელეკომპანია მის მისვლას მაინც დაჟინებით ითხოვდა.

 

„ბებიას დაურეკეს „რუსთავი 2“-დან და უთხრეს, 18-ში დილით ტელევიზიაში მისულიყო შეკრებაზე. ბებიამ აუხსნა, რომ ავად არის და ვერ შეძლებდა მისვლას, თუმცა დღეს კიდევ დაურეკეს, უთხრეს: თქვენ ხართ განსაკუთრებული ქალბატონი, რომელსაც აფხაზეთის ომთან ტრაგიკული ისტორია გაკავშირებთ, შესაბამისად, თქვენი მოსვლა მნიშვნელოვანიაო. რომ უთხრა, ცუდად ვარო, ეტლს მოგიტანთ და ისე წაგიყვანთო, - უთხრეს, თუმცა ბებიამ მაინც უარით გაისტუმრა. არ აპირებს წასვლას. სურვილი არ აქვს, მაგრამ მაინც დაჟინებით ითხოვდნენ, - მოდიო. ეს იყო და ეს. ბებია ადრე გადაცემა „პროფილში“ ჰყავდათ მიწვეული და იქ რომ ილაპარაკეთ თქვენს ისტორიაზე, ზუსტად მაგიტომ გვინდა, რომ მოხვიდეთ ჩვენთან შეკრებაზეო“, - აცხადებს მარიამ გერგედავა.

 

ხვალ სტრასბურგის სასამართლო „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner