logo_geo
eng_logo
ხობის მერია შშმ პირთა დღის ცენტრს დააფინანსებს
- +

18 ივლისი. 2019. 13:19

 

ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი - „თანაბარი შესაძლებლობები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის - სოციალური სერვისების მიმწოდებლების მხარდაჭერა რეგიონებში“. აღნიშნული პროექტის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა განათლებისა და განვითარების ცენტრ „თოლისკურის“ პროექტმა „თანასწორობა გვჭირდება“.

 

პროექტის „თანასწორობა გვჭირდება“ მნიშვნელობიდან და საჭიროებიდან გამომდინარე „საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდს“ (ASB), ხობის მუნიციპალიტეტის მერიასა და განათლებისა და განვითარების ცენტრ „თოლისკურს“ შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. აღნიშნული მემორანდუმით, მერია უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღის ცენტრისათვის კეთილმოწყობილი ფართის დაქირავებას და კომუნალური გადასახადების გადახდას. დღის ცენტრის ბენეფიციარები იქნებიან 6-18 წლამდე ასაკის შშმ პირები.

 

ხოლო პროექტი ითვალისწინებს მათ რეაბილიტაცია-აბილიტაციას და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობას. პროექტს საქართველოში ახორციელებენ: „საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი“ (ASB), განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი (EDEC), ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის (AEE).

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner