logo_geo
eng_logo
ნიკა გვარამია: ეს გადაწყვეტილება შოკისმომგვრელია
- +

18 ივლისი. 2019. 13:55

 

„ეს გადაწყვეტილება შოკისმომგვრელია“, - ასე აფასებს ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია „რუსთავი 2“-ის მიმართ სტრასბურგის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას.

 

როგორც გვარამიამ აღნიშნა, აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობისთვის ახალი არ იყო და ეს, მისივე განმარტებით, კითხვებს ბადებს.

 

„ეს გადაწყვეტილება შოკისმომგვრელია და ვფიქრობ, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით გადაწყვეტილება წარმოუდგენელია. სამწუხაროდ, მძიმეა ის გარემოება, რომ მხოლოდ ერთი კუთხით შეგვიძლია გასაჩივრება და სხვა კუთხით ვერა. მე მაქვს კრიტიკის უფლება, არ ვეთანხმები ამ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

 

ცნობისთვის, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-“ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა დადგინდა. „რუსთავი 2”-ს შეუძლია, საქმე სტრასბურგის დიდ პალატაში გაასაჩივროს. ამასთანავე, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება, ანუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი აღარ იარსებებს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner