logo_geo
eng_logo
საჯარო რეესტრმა „რუსთავი 2“-ის დირექტორად პაატა სალია დაარეგისტრირა
- +

18 ივლისი. 2019. 17:42

 

ნიკა გვარამია შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის დირექტორის თანამდებობას აღარ იკავებს. საჯარო რეესტრმა „რუსთავი 2“-ის დირექტორად ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია დაარეგისტრირა.

 

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, დღეს რეესტრმა ტელეკომპანიის 60-პროცენტიანი წილის მფლობელად ქიბარ ხალვაში, 40-პროცენტიანი წილის მფლობელად კი შპს „პანორამა“ დაარეგისტრირა.

 

ამის შემდეგ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის პარტნიორთა კრება გაიმართა. კრების გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამია გათავისუფლდა ტელეკომპანიის დირექტორის თანამდებობიდან და დირექტორად პაატა სალია დაინიშნა.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner