logo_geo
eng_logo
ზელენსკიმ დონბასში მეომარ ქართველს უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა
- +

18 ივლისი. 2019. 18:08

 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ 9 უცხოელს მოქალაქეობა მიანიჭა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახური იუწყება.

 

პრეზიდენტის ბრძანების თანახმად, უკრაინის მოქალაქეობა მიენიჭა სერგეი ალექსეევიჩს, სტანისლავ გიბადულინს, სერგეი გნოევს, ნუგზარ კანდელაკს, ანდრეი კოვნირენკოს, ნიკიტა მაკეევს, დენის პროხოროვსა და ალექსეი სივოხინს, რომლებიც უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე საბრძოლო ქმედებების უშუალო მონაწილეები არიან“, - ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.

 

შეგახსენებთ, რომ 27 ივნისს ზელენსკიმ უკრაინის მოქალაქეობა კიდევ 14 უცხოელს, მათ შორის დავით გაჩეჩილაძეს, თენგიზ ზანაძეს, გიორგი კახნიაშვილს, მერაბ კონცელიძეს, მამუკა მუზაშვილსა და ლევან ხუციშვილს მიანიჭა.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner