logo_geo
eng_logo
ლია მუხაშავრიამ: ახლა მესაკუთრე ხალვაშია, რომელსაც გვარამიასთან კონტრაქტი არ გაუფორმებია და მისი გათავისუფლების უფლება აქვს
- +

18 ივლისი. 2019. 18:59

 

უფლებადამცველი და იურისტი ლია მუხაშავრია „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს ეკუთვნის, „რეზონანსთან“ კომენტარს აკეთებს.

 

როგორც უფლებადამცველმა აღნიშნა, „გვარამია საუბრობს თავის შრომით კონტრაქტზე კომპანიასთან. მესაკუთრეები შეიცვალნენ და ვინც ის დანიშნა, ისინი მესაკუთრეები აღარ არიან. ახლა მესაკუთრე ქიბარ ხალვაშია, რომელსაც, როგორც მესაკუთრეს, უფლება აქვს, სამსახურიდან გაათავისუფლოს კომპანიის გენერალური დირექტორი“.

 

ქიბარ ხალვაშმა საჯარო რეესტრს „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობის შეცვლის მოთხოვნით უკვე მიმართა. ამასთანავე, დღესვე, დაჩქარებული წესით, ხალვაშს „რუსთავი 2“ გადაუფორმეს. აღნიშნული განაცხადი საჯარო რეესტრმა დაჩქარებული წესით განიხილა.

„რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელის პოსტზე ნიკა გვარამიას შემცვლელად ქიბარ ხალვაშმა თავისი ადვოკატი პაატა სალია დაასახელა. ხალვაშის განცხადებით, ტელეკომპანიის ხელმძღვანელის თანამდებობაზე სალიას პირველი რიგის ამოცანა იქნება, უზრუნველყოს არხის შეუფერხებელი მუშაობა და ამავდროულად, შეისწავლოს კომპანიაში არსებული ფინანსური ვითარება.

 

ლია მუხაშავრიას განცხადებით, სამართლებრივად „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლება ქიბარ ხალვაშს შეუძლია, რადგან ხელშეკრულება ნიკა გვარამიას ხალვაშთან არ გაუფორმებია.

 

„გვარამიას მოუწევს ჩივილი, ის სამი თვის გასვლას არ დაელოდება. თუმცა საქართველოს მთავრობამ აღსრულებაში გაუშვა ეს საქმე მას შემდეგ, რაც თეა წულუკიანმა გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან ერთ საათში თავისი კომენტარები გააკეთა.

გვარამია საუბრობს თავის შრომით კონტრაქტზე კომპანიასთან. მესაკუთრეები შეიცვალნენ და ვინც ის დანიშნა, ისინი მესაკუთრეები აღარ არიან. ახლა მესაკუთრე ქიბარ ხალვაშია, რომელსაც, როგორც მესაკუთრეს, უფლება აქვს, სამსახურიდან კომპანიის გენერალური დირექტორი გაათავისუფლოს.

სხვა საკითხია, ახლა გვარამიას კონტრაქტში რა უწერია, მაგრამ ამ კონტრაქტზე ქიბარ ხალვაშს ხელი არ მოუწერია, არამედ მოუწერეს ყარამანიშვილებმა. რადგან ისინი კომპანიის მესაკუთრეები აღარ არიან, გამოდის, რომ მართვა-გამგეობას ქიბარ ხალვაში ახორციელებს. ახლა გვარამია იქნება იძულებული, გათავისუფლების გამო იჩივლოს. ის, რა თქმა უნდა, იმას ამტკიცებდა, ხელს ვერავინ მახლებსო, მაგრამ თუკი ქიბარ ხალვაში ხელს ახლებს, მოუწევს, ამტკიცოს, რომ მისი გათავისუფლება უკანონო იყო“, - განაცხადა ლია მუხაშავრიამ.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner