logo_geo
eng_logo
პაატა სალია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებს: თქვენ გაქვთ სრული თავისუფლება, არც ვკითხულობ, რას აპირებთ...
- +

18 ივლისი. 2019. 20:27

 

„მინდა შევხვდე „რუსთავი 2“ -ის ხელმძღვანელობას და კომპანიის მენეჯმენტს იმისთვის, რომ ამ დღეებში, საფინანსო-ეკონომიური საქმიანობის თუ ბიუჯეტთან ანგარიშწორების ნაწილში, რაიმე შეფერხება არ მოხდეს“, - ამის შესახებ „რუსთვი 2“-ის ახალმა გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ ტელეკომპანიის შენობასთან ჟურნალისტებს განუცხადა.

 

როგორც მან აღნიშნა, ჟურნალისტებს სრული თავისუფლება აქვთ და ის არ აპირებს მათ საქმიანობაში ჩარევას.

„პირველ რიგში, მინდა შევხვდე ხელმძღვანელობას, კომპანიის მენეჯმენტს. ძირითადად იმ თვალსაზრისით, რომ საფინანსო-ეკონომიური საქმიანობის, ბიუჯეტთან ანგარიშსწორების ნაწილში რაიმე შეფერხება არ მოხდეს ამ დღეეებში, რომ გავაგრძელოთ მუშაობა. თქვენ, ჟურნალისტებს, გაქვთ სრული თავისუფლება, არც ვკითხულობ, რას აპირებთ, რას აკეთებთ, თქვენი საქმეა და არ ვერევი ამ ნაწილში. ჩვენ გვაინტერესებს, რომ კომპანიას რაიმე შეფერხება არ ჰქონდეს. მოგეხსენებათ დირექტორი შეცვლილია და შესაბამისად, ფუნქციები კომპანიაში მენეჯმენტმა უნდა განახორციელოს, უნდა მოხდეს მისი შეუფერხებელი მუშაობა და ამის უზრუნველყოფა მინდა რომ იყოს. საგადასახადო ურთიერთობის ნაწილში, ფინანსურ ნაწილში, სხვა ყველა მიმართულებით, კონტრაქტორებთან და ა.შ - გვინდა გვქონდეს მაქსიმალური ინფორმაცია“, - განაცხადა სალიამ.

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner