logo_geo
eng_logo
კახა კალაძე „რუსთავი 2“-ის საქმეზე: მე არ ვიცი, საერთოდ რა შუაშია ბიძინა ივანიშვილი
- +

20 ივლისი. 2019. 19:33

 

„ხელისუფლების ინტერესი არის მედიაპლურალიზმი; ხელისუფლების ინტერესი არის ქვეყნის განვითარება, წინსვლა“, - ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას „რუსთავი 2“-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

 

„გადაწყვეტილება მიიღო სტრასბურგის სასამართლომ და ყველა ვალდებული ვართ დავემორჩილოთ ამ გადაწყვეტილებას, ისევე, როგორც რამდენიმე წლის წინ დავემორჩილეთ იმ გადაწყვეტილებას, როდესაც ჩვენი სასამართლოს გადაწყვეტილება შეაჩერა დროებით. იგივე მიდგომა და დამოკიდებულებაა ახლა. პატივი უნდა ვცეთ სასამართლოს გადაწყვეტილებას“, - განაცხადა კალაძემ.

 

რაც შეეხება „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტების მოსაზრებებს, რომ შესაძლოა, შეიცვალოს ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკა და ეს არის ხელისუფლების ინტერესი, კალაძემ აღნიშნა, რომ ხელისუფლების ინტერესი არის მედიაპლურალიზმი.

 

„ხელისუფლების ინტერესი არის ქვეყნის განვითარება, წინსვლა; სიტყვის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება 2012 წლიდან ამ ქვეყანაში არ ყოფილა შეზღუდული, არც არის და არც მომავალში იქნება. ვერავინ გაბედავს იმას, რომ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება შეზღუდოს. დავებში შესვლა გამიჭირდება იმიტომ, რომ არ ვიცნობ თემას. თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია აქვს, არსებობს შესაბამისი უწყებები და შეუძლიათ მიმართონ“, - განაცხადა კალაძემ.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner