logo_geo
eng_logo
პაატა სალია: „რუსთავი 2“-ში საკადრო ცვლილებებს არ ვაპირებთ
- +

20 ივლისი. 2019. 21:48

 

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის პაატა სალიას განცხადებით, ტელევიზიაში საკადრო ცვლილებები არ იქნება.

 

„ვთქვით, რომ საკადრო ცვლილებებს არ ვაპირებთ. იმედია, არც რაიმე მოხდება ისეთი, რომ ეს დავაპიროთ. ჩვენ მოვედით იმ განზრახვით, რომ არხი შევინარჩუნოთ, როგორც წარმატებული, რეიტინგული კომპანია. გავზარდოთ მისი რეიტინგი და ყველა ძალისხმევა მივმართოთ ამისკენ. რაც შეეხება თანამშრომლების განწყობას, მათი განწყობაა, რომ ეს არის ერთი შეკრული გუნდი და მათ სურთ, რომ „რუსთავი 2“ იყოს წარმატებული ტელევიზია. დანარჩენზე ვფიქრობ, რომ ჩვენი ურთიერთობაც ამ ჭრილში წარიმართება. როცა მიზნები ერთმანეთს ემთხვევა, არ გაგვიჭირდება საერთო ენის გამონახვა. მოგეხსენებათ, ორი დღეა რაც მოვედი და საკმაოდ კონსტრუქციულად მიმდინარეობს ყველაფერი. პირადად მე კმაყოფილი ვარ იმ გარემოთი, რაც არის. ვმუშაობთ იმაზე, რომ ყველა სიძნელე, რაც არის, გადავლახოთ. დარწმუნებული ვართ, ამას გავაკეთებთ. ამ ეტაპზე, არ დგას საკითხი შემცირებასთან დაკავშირებით. ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ეს პრობლემები არ იყოს და დარწმუნებული ვარ, ეს აუცილებლად გამოგვივა“, - განაცხადა სალიამ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner