logo_geo
eng_logo
თამარ მახარობლიძე: ვინც სტანდარტების დამკვიდრებას ეწინააღმდეგება, მისთვის „რ2“ არის პოლიტიკური ბრძოლის იარაღი
- +

22 ივლისი. 2019. 15:04

 

სამართალმცოდნე თამარ მახარობლიძე განმარტავს, რომ ის, ვინც სტანდარტების დამკვიდრებას ეწინააღმდეგება, მისთვის „რ2“ არის პოლიტიკური ბრძოლის იარაღი და არა თავისუფალი და დამოუკიდებელი ტელევიზია.

 

მისი თქმით, სარედაქციო პოლიტიკას უნდა განსაზღვრავდეს საერთაშორისო პრინციპები და არა კონკრეტული ადამიანები:

 

„მისასალმებელია ქიბარ ხალვაშის ინიციატივა ევროპელი ან ამერიკელი მედიამენეჯერის მოწვევასთან დაკავშირებით. სარედაქციო პოლიტიკას უნდა განსაზღვრავდეს საერთაშორისო პრინციპები და არა კონკრეტული ადამიანები. გამოხატვის თავისუფლება სიცრუის გავრცელებას, შეურაცხყოფას და ეთიკური სტანდარტების დარღვევას არ გულისხმობს. თუ გამოცდილი ადამიანები არ მოიწვიეს და მაღალი სტანდარტები არ დაიცვეს, ისევ იგივე სურათი გვექნება. ვინც სტანდარტების დამკვიდრებას ეწინააღმდეგება, მისთვის „რ2“ არის პოლიტიკური ბრძოლის იარაღი და არა თავისუფალი და დამოუკიდებელი ტელევიზია“, - აცხადებს თამარ მახარობლიძე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner