logo_geo
eng_logo
ეკატერინე ტიკარაძემ გერმანიის ელჩთან დევნილებისთვის განკუთვნილი პროექტები განიხილა
- +

22 ივლისი. 2019. 16:09

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ჰუბერტ ქნირშს შეხვდა.

 

​სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ჯანდაცვის სამინისტროსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ერთობლივი პროექტები და ის საქმიანობა, რასაც უკვე წლების განმავლობაში ახორციელებს სამინისტრო გერმანიის მხარდაჭერით. ჯანდაცვის მინისტრმა ყურადღება დაუთმო დევნილთა საკითხებს, განსაკუთრებით კი, გერმანიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებულ პროექტს, რომელიც დევნილებისთვის განკუთვნილ მსხვილმასშტაბიან ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ითვალისწინებს. გარდა ინფრასტრუქტურული პროექტებისა, როგორც ეკატერინე ტიკარაძემ, ასევე ჰუბერტ ქნირშმა აღნიშნეს, აუცილებელია გატარდეს რეფორმა, რომელიც დევნილთა სოციალურ კეთილდღეობას, მათ დასაქმებას და თვითრეალიზებას შეუწყობს ხელს.

 

გარდა დევნილთა საკითხებისა, მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ჯანდაცვის სისტემასა და ამ სექტორის კიდევ უფრო განვითარების შესაძლებლობებზე. როგორც გერმანიის ელჩმა აღნიშნა, ეკატერინე ტიკარაძის სამუშაო გამოცდილება გერმანიაში, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების საკითხში და ასევე გერმანიასთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების საქმეში.

 

„ჯანდაცვის პოლიტიკის მიმართულებით, ჩვენ საერთო შეხედულებები გვაქვს. მინისტრი კარგად იცნობს ჯანდაცვის გერმანულ მოდელს და აქვს კონკრეტული მოსაზრება, თუ რა შეიძლება იყო ინტეგრირებული საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში“, - განაცხადა გერმანიის ელჩმა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner