logo_geo
eng_logo
„ჩვენი ინტერესია საერთაშორისო ორგანიზაციებს ოკუპირებულ რეგიონებში მოსახლეობის საჭიროებაზე მიმართული აქტივობის განხორციელების საშუალება ჰქონდეთ
- +

23 ივლისი. 2019. 14:00

 

 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ოკუპირებულ აფხაზეთში სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა.

 

შეხვედრაზე ქეთევან ციხელაშვილს საერთაშორისო ორგანიზაციებმა ინფორმაცია ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ გააცნეს. შეხვედრისას სახელმწიფო მინისტრმა გაერო-სა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან მთავრობის სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ფარგლებში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამშვიდობო ინიციატივის მიმართ ოკუპირებული რეგიონებიდან დაინტერესება უპრეცედენტოდ დიდია.

 

„ჩვენი ინტერესი გახლავთ ის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს ჰქონდეთ რეგიონში აქტიურობის, განხორციელების იმ საქმიანობისა, რომელიც მიმართულია მოსახლეობის საჭიროებებზე. ამავდროულად ჩვენ ვისაუბრეთ, რა თქმა უნდა, იმ ინიციატივებზე, რასაც ახორციელებს საქართველოს ხელისუფლება ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში და კერძოდ, ახალი ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ფარგლებში, არის ძალიან დიდი ინტერესი იმისა, რომ მოსახლეობის მხრიდან კიდევ უფრო გაფართოვდეს კონტაქტები. რა თქმა უნდა, ჩვენ ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზეც, რომელიც ხელს უშლის ამ ინტერესების განხორციელებას და გზებზე, თუ როგორ უნდა დაიძლიოს ისინი.“- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

 

სახელმწიფო მინისტრის განმარტებით, ის ჰუმანიტარული პროექტები, რომლებსაც საქართველოში გაეროს წარმომადგენლობა და საერთაშორისო ორგანიზაციები ოკუპირებულ აფხაზეთში ახორციელებენ ძალიან მნიშვნელოვანია.

 

შეხვედრა გაერო-ს ოფისში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და საქართველოში გაერო-ს წარმომადგენლობის ორგანიზებით გაიმართა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner