logo_geo
eng_logo
პაატა სალია: მე ვარ დირექტორი და არ მივიჩნევ, რომ „რუსთავი 2“-მა რაიმე გადაწყვეტილება უნდა გაასაჩივროს
- +

23 ივლისი. 2019. 17:01

 

 

„მე ვარ ამ კომპანიის დირექტორი და არ მივიჩნევ, რომ რაიმე გადაწყვეტილება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-მა უნდა გაასაჩივროს, მით უმეტეს რომ ამის მექანიზმი და საფუძველი აღარ არსებობს“, – ამის შესახებ „რუსთავი 2“- ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ განაცხადა.

 

„ჩემთვის ცოტა გასაკვირი იყო ისეთი კვალიფიკაციის მქონე ადვოკატისგან და იურისტისგან, როგორიც ჩვენი არხის ერთ-ერთი იურისტია, საუბარი, რომ აპირებს გადაწყვეტილების გასაჩივრებას. არ ვიცი, რა სტატუსით შეეცდება ამის გაკეთებას, თუ ის მიიჩნევს, რომ აღარ არის გუნდის ნაწილი და აღარ არის ამ კომპანიის თანამშრომელი, არჩევანი მისია. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს კომპანია დღეს არის ქიბარ ხალვაშის საკუთრება, მე ვარ ამ კომპანიის დირექტორი და არ მივიჩნევ, რომ რაიმე გადაწყვეტილება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-მა უნდა გაასაჩივროს, მით უმეტეს, რომ ასეთი მექანიზმი და საფუძველი აღარ არსებობს. თუ ვინმეს უნდა კერძო პირის, ვინმეს წარმომადგენლის ან ადვოკატის სტატუსში რაიმე მოქმედება განახორციელოს სტრასბურგის სასამართლოში, ეს მისი უფლებაა.

 

რაც შეეხება ჩვენს შიდა ურთიერთობას, ეს არის კორპორატიული ურთიერთობა და ჩვენ ამას გადავწყვეტთ“, – განაცხადა პაატა სალიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner