logo_geo
eng_logo
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე ხურჩა, ორსანტია და ენგურის ხიდი მოინახულეს
- +

11 აგვისტო. 2019. 00:20

 

 

 

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა, პროფესორებმა და ადმინისტრაციის თანამშრომლებმა რექტორთან, ზურაბ ხონელიძესთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე ხურჩა, ორსანტია და ენგურის ხიდი მოინახულეს.

 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელშეწყობით ადგილზე გაეცვნენ ყველა იმ პრობლემატიკას, რომელიც ახლავს ორად გახლეჩილ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეების ყოფას. ჰუმანიტარული თვალსაზრისით შექმნილ მდგომარეობას.

 

ამაღელვებელი და ცრემლით სავსე იყო შეგრძნება იმყოფებოდე ახლოს, ერთი ხელის გაწვდენაზე შენი დაბადების ადგილთან, შენს სახლთან, შენი ბავშვობის, წინაპრების, მშობლების თუ ბებია-ბაბუის გულისფეთქვასთან ასე ახლოს და არ შეგეძლოს მიახლოება.

 

„ჩვენ მშვიდობით გავიმარჯვებთ და შევძლებთ ერთმანეთის დაბრუნებას“- ამბობს რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე და იმედიანი მზერა ანაცვლებს სევდას.

 

,,მე დაკარგულად ვერ ჩავთვლი იმას რაც ჩემი ნებით არ დამითმია''

 

 

right_banner
არქივი
right_banner