logo_geo
eng_logo
სტუდენტებს მობილობის განაცხადის წარსადგენად ვადა 21 აგვისტომდე აქვთ
- +

12 აგვისტო. 2019. 13:28

 

სტუდენტებს სასურველ უმაღლეს სასწავლებელში გადასვლისთვის რეგისტრაციის ვადა 21 აგვისტომდე აქვთ.

 

როგორც საქართველოს პირველ არხს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან აცნობეს, 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის მობილობის ვადების თანახმად, მობილობის მსურველ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაცია 2019 წლის 31ივლისს დაიწყო და 21 აგვისტოს 18.00 სთ-ზე დასრულდება.

 

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია საიტზე students.emis.ge

 

მობილობის საფასური 40 ლარს შეადგენს. მობილობის შედეგები საიტზე 26 აგვისტოს აისახება, 27-დან სტუდენტმა უნდა მიმართოს მიმღებ საგანმანათლებლო დაწესებულებას და წარუდგინოს პირადი საქმის მასალები.

 

სტუდენტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მიმღებ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შესაძლოა დადგენილი ჰქონდეთ ჩარიცხვის გარკვეული წინაპირობები.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner