logo_geo
eng_logo
ბაკურიანში სამ ახალ საბაგიროს მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კომპანია ააშენებს
- +

14 აგვისტო. 2019. 00:57

 

ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდება. საბაგიროების მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით, მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან ავსტრიულ-შვეიცარულ კომპანია „დოპელმაიერ-გარავენტა ჯგუფთან“ ხელშეკრულებას ხვალ „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ გააფორმებს.

 

ღონისძიება ბაკურიანში, დიდველის მიმდებარე ტერიტორიაზე 11:00 საათზე დაიწყება და მას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გახსნის. ღონისძიებას ასევე დაესწრებიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორი თეიმურაზ გამცემლიძე, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის, ფრისტაილის კოორდინატორი ჯოზეფ ფიდჯერალდი, ავსტრიის ელჩი არად ბენკო და „დოპელმაიერ-გარავენტა ჯგუფის“ რეგიონული კოორდინატორი ვალერი იაშინი.

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, საბაგიროების მშენებლობა, თხილამურითა და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის დიდველის მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა განხორციელდეს.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner