logo_geo
eng_logo
ვლადიმერ იმნაძემ აფხაზეთში დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო
- +

14 აგვისტო. 2019. 16:04

 

 

აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 27 წელი გავიდა. ამ ტრაგიკულ  თარიღთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ თავდაცვის მინისტრთან, ლევან იზორიასთან ერთად გმირთა მოედანზე მემორიალი გვირგვინით შეამკო და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.

 

მემორიალთან ასევე იმყოფებოდნენ: ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილეები - ჯანდრი უბირია და მირონ ჩიგოგიძე, უწყების თანამშრომლები, ვეტერანები და დაღუპული მებრძოლების ოჯახის წევრები.

შეიარაღებული დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. პირველი შეტაკებები კი ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებში მოხდა.აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა. შედეგად ორივე მხარეს ათასობით მებრძოლი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 300 ათასამდე ქართველი კი დევნილად იქცა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner