logo_geo
eng_logo
სამაგისტრო გამოცდების შედეგები ცნობილია
- +

16 აგვისტო. 2019. 11:15

 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა.

 

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სააპელაციო განაცხადების მიიღება კი, 19 აგვისტოს 10:00 საათიდან 23 აგვისტოს 18:00 საათამდე იქნება შესაძლებელი ელექტრონულად ვებგვერდებზე – online.naec.ge და www.naec.ge.

 

სააპელაციო განაცხადის შევსებამდე საერთო სამაგისტრო გამოცდის მონაწილემ უნდა გადაიხადოს აპელაციის საფასური. გადახდა შესაძლებელია „საქართველოს ბანკის“, ტერმინალებისა და ინტერნეტბანკინგის მეშვეობით.

 

საერთო სამაგისტრო გამოცდები 17-24 ივლისს გაიმართა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner